საათი, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს შენს ჩვევებს, შენზე მორგებული ჯანმრთელობის გამოცდილებითა და გაუმჯობესებული ძილის აღრიცხვის ფუნქციით დაბრუნდა. დაიწყე დღე გამოძინებულმა Sleep coaching-თან ერთად, რომელიც ახლა უკვე Galaxy Watch6-ზე არის ხელმისაწვდომი.
Galaxy Watch6
დაიწყე შენი ყოველდღიური გამაჯანსაღებელი მოგზაურობა
ნაკაწრები ვერაფერს დააკლებს საფირონის კრისტალის მინას
მზადყოფნა წვიმაშიც და მზეშიც. ულტრა-გამძლესაფირონის კრისტალის მინით იქმნება გამძლე, მძლავრი ეკრანი, ხოლო IP68 და5ATM რეიტინგის მიხედვით, შენი საათი შენთან ერთადაა თავგადასავლებისას.
დაიწყე ჯანსაღი შეჯიბრი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის
დაგეგმე შეჯიბრები და გამოამჟღავნე კონკურენტუნარიანობა. მოიწვიე ისინი, ვისთანაც ვარჯიშობ და ერთმანეთი მეტის გასაკეთებლად წაახალისეთ. ერთად აღნიშნეთ პროგრესი, მიღწევები და საუკეთესო შედეგები.
უკეთესი დღეები უკეთესი ღამეებით იწყება
უსაფრთხოების ზომები სიმშვიდის მისაღებად
შენი საათი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მუდამ მზადაა. თუ წაიქცევი, Fall Detection აღიქვამს მას და გკითხავს გჭირდება თუ არა დახმარება. სხვა გადაუდებელი შემთხვევებისთვის საწყის ღილაკზე ხუთჯერ დაჭერით გადაუდებელი დახმარების სერვისებს SOS სიგნალს გაუგზავნი. დამხმარე პირების მოსვლის შემდეგ, შეგიძლია წვდომა იქონიო შენს სამედიცინო ინფორმაციაზე ერთი შეხებით. მშვიდად იყავი, ჩვენთან უსაფრთხოდ ხარ.
მოარგე საათი შენს ხასიათს
გახადე Galaxy Watch6 უნიკალური. აირჩიე სხვადასხვა სტილისა და მასალის ჭკვიანი საათის სამაჯურები. შენ ასევე შეგიძლია შეცვალო ფერები, ფუნქციები, დიზაინი ან დააყენო საყვარელი შინაური ცხოველის ფოტო საათის ციფერბლატზე. შენს წარმოსახვას საზღვრები არ აქვს