ისიამოვნე ჭურჭლის რეცხვის უფრო მარტივი გზით, ადვილად წაკითხვადი დიდი და ფართო LED დისპლეით. სწრაფად შეამოწმე სტატუსი, პარამეტრები, დარჩენილი დრო და ციკლის პროგრესი ერთი შეხედვით, თუნდაც შორიდან. შეგიძლია მარტივად აკონტროლო რეცხვა.
მარტივად ჩააწყვე და უსაფრთხოდ გარეცხე დანა-ჩანგალი
კომფორტული მესამე თარო
კომფორტული მესამე თარო განკუთვნილია მცირე და მსუბუქი ნივთებისთვის, როგორიცაა დანა-ჩანგალი და ჭურჭელი. ნივთები დაცულია და კარგად ირეცხება წყლის ძლიერი ჭავლით.
თავისუფლად მოათავსე უფრო მაღალი და განიერი ჭურჭელი
სიმაღლის მარტივი რეგულირება
მოქნილი შიდა სივრცის სიმაღლე რეგულირებადია. შეგიძლია ზედა თარო სწრაფად, ერთი შეხებით აწიო და დაწიო 5 სანტიმეტრით. ქვედა თაროში მეტი სივრცის შექმნით, შეგიძლია მოათავსო სხვადასხვა ზომისა და ფორმის კერძები, მათ შორის მაღალი ქოთნები, ფართო ლანგრები და დიდი ზომის თეფშები.
მარტივად დაზოგე დრო და ენერგია მცირე დატვირთვაზე
ნახევრად დატვირთვა
ჭურჭლის სარეცხი მანქანის ავსების ლოდინის დრო წარსულს ჩაბარდა. ნახევრად დატვირთვის პარამეტრი გაძლევს ბევრად მეტ მოქნილობას მოათავსო და გარეცხო ნივთები მხოლოდ ქვედა განყოფილებაში. დაზოგავ დროსა და ენერგიას და ნებისმიერ დროს გექნება სუფთა ჭურჭელი.
ჰიგიენური გავლება ბაქტერიების მოსაშორებლად
ჰიგიენა
ჰიგიენის რეჟიმი შეიძლება გააქტიურდეს გარკვეული პროგრამებით, რათა ყველაფერი ჰიგიენურად სუფთა იყოს. ახანგრძლივებს საბოლოო გავლებას და ზრდის წყლის ტემპერატურას 70˚C-მდე, რაც უზრუნველყოფს ღრმა წმენდას და კლავს ბაქტერიებს და მიკრობებს. ასე რომ, შენი ჭურჭელი, დანა-ჩანგალი და სამზარეულოს მოწყობილობები ყოველთვის უსაფრთხო იქნება გამოსაყენებლად.
დაზოგე დრო 60 წუთიანი რეცხვით და გაშრობით
ექსპრეს რეცხვა (60 წთ)
60 წუთიანი «ექსპრეს რეცხვის» რეჟიმი ჭურჭელს უფრო სწრაფად რეცხავს და აშრობს. იდეალურია მცირე რაოდენობით მსუბუქად დაბინძურებული ნივთებისთვის, რომლებსაც არ ჭირდება ინტენსიური რეცხვა, მაგალითად ჭიქები, დანაჩანგალი და სადილის თეფშები, რადგან ეს რეჟიმი სრული რეცხვის და გაშრობის ციკლს მხოლოდ 60 წუთში შეასრულებს.